გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

26-11-2024

საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" –აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031