გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

23-10-2018

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი, პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იგი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.  მთავარეპისკოპოსი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათგან  არსებული მძიმე ვითარებაზე მოისმინა.

 

ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა ასევე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს.  მთავარეპისკოპოსის პრემიერ მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრები გაიმართა. იგი ასევე  მცხეთას ეწვია და სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულა.

ასევე, დაგეგმილია მთავარეპისკოპოსის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. პოლ რიჩარდ გალაჰერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31