გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„იბერიის“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქციას გამართავენ

23-10-2018

ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლები დღეს გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ.


ისინი კუთვნილ ანაზღაურებას და კომპენსაციას მოითხოვენ.


აქციაში პროფესიული კავშირების გაერთიანებაც ჩაერთვება.


„დასაქმებულებს, რომლებიც ამდენს აკეთებენ ტელეკომპანია „იბერიისთვის“, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ არც რეორგანიზაციაზე, არც გათავისუფლებაზე. ეს ჩვენთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კომპანიის პრობლემები გასაგებია, თუმცა ეს არ შეიძლება გამამართლებელი მიზეზი გახდეს იმისა, რომ რომელიმე დასაქმებულმა ხელფასი ვერ მიიღოს. აქციები გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, სასამართლო დავაც დაიწყება ამასთან დაკავშირებით. პროფკავშირები ბოლომდე მიყვება ამ საკითხს,“ - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გიგა ბექაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30