გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება

28-11-2024

ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ენდო მმართველ გუნდს, არის ის დიდი გუნდი, რომელსაც განასახიერებს „ქართული ოცნება".


„ეს შედგება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდისგან და მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031