28-11-2024
2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის.
„2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენი პროგრამის თანახმად, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს და ჩვენი პროგრამის თანახმად, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალური ცენტრი იქნება დაფარული და მუნიციპალური ცენტრების მიღმაც ათეულობით იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||