გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას

28-11-2024

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი და პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.


„სამთავრობო პროგრამის შესრულება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031