გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ანრი ოხანაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორც პოლიტიკის, ისე იურიდიული თვალსაზრისით, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის საუკეთესოდ გაუძღვება იუსტიციის სამინისტროს

28-11-2024

ბატონი ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დამთავრებული აქვს ჩვენს ქვეყანაში იენის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილს აქვს დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკის კუთხით, ასევე ზოგადად იურიდიული თვალსაზრისით.


„ბატონი ანრი ოხანაშვილი ახალი წევრია სამთავრობო გუნდის შემადგენლობაში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დამთავრებული აქვს ჩვენს ქვეყანაში იენის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და გარდა ამისა, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკის კუთხით, ასევე ზოგადად იურიდიული თვალსაზრისით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031