28-11-2024
პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია და სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ არის ქცეული.
„ისტორია მეორდება... შთამომავლობით, ჯიშ- მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია.. შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება( ადრე:-ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ.., ახლა:-არჩევნები გაყალბდა..), პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა !!! დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება თავისი მკაცრი გარდუვალობით... მოღალატე, მოღალატედ რჩება, ხოლო საქართველო კი მარადჟამს გამარჯვებული!“, - წერს გიგლა ბარამიძე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||