გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე: 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნას, გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად, შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა „რას ჰქვია არ შეეხვეწებით“, აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა

30-11-2024

„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ე.ი საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე“, - წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.


მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს 4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ თუ გაუხსნიან, იმწუთასვე მოაწერენ ხელს.


„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ე.ი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე. ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად. შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა „რას ჰქვია არ შეეხვეწებით“. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, - წერს ლაშა ტალახაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031