გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

2-12-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.


პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს.


ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031