გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ალი ბაბაევის ინციდენტთან დაკავშირებით მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება, როგორც ამორალური

6-12-2024

ალი ბაბაევის ინციდენტის გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე, მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება, როგორც მორიგი ამორალური ქმედება, - ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი რეციდივი ალეკო ელისაშვილის მხრიდან.


„ნახეთ ალბათ, ვიდეოკადრებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირაა ასახული ამ ვიდეოკადრებზე ეს ინციდენტი. გარდა ამისა, იცით, რომ ეს არის ერთგვარი რეციდივი ელისაშვილის მხრიდან, ის არის ყველაფრის მკადრებელი. არ ვიცი, დანარჩენ შეფასებაში არ მინდა შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო მისი ქმედება, როგორც მორიგი ამორალური ქმედება,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031