გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი, ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც

8-12-2024

20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.


„20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031