გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: 2025 წელს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი

10-12-2024

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია.


2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;


· გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;


· საბავშვო ბაღების დაფინანსება 500 მილიონ ლარამდეა, რომლის ფარგლებში განხორციელდება პერსონალის ხელფასების ზრდა 125 ლარით;


· საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600,0 მლნ ლარზე მეტი;


· საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031