გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს

10-12-2024

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი რუსთაველზე აქციის მონაწილეების მიერ იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბოს დაწვას ეხმიანება.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს.


„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.


მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით“, - წერია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031