გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ივანიშვილის მაკრონთან გამართული საუბარი ადასტურებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას, ლიბერალებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ

11-12-2024

„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ოპოზიციისთვის ეს ფაქტი დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა, რაც ასევე ადასტურებს იმასაც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას.


„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის, მაკრონმა მზაობა გამოთქვა საქართველოში შექმნილი სიტუაციის განმუხტვაში თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს, რაც ოპოზიციისთვის დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა, მაკრონთან გამართული საუბარი ადასტურებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას. ლიბერალებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ივანიშვილმა, მაკრონი აქციების უსაფუძვლობაში და არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარებაში დაარწმუნა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031