გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირში მოქმედ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

11-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.


ეროვნული ბანკის ცნობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზოლუციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.


სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: გაჯანსაღების გეგმების მომზადება და კრიტიკული ფუნქციები, რეზოლუციის გეგმების მომზადება, სარეზოლუციო ინსტრუმენტები, MREL (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა) და ა.შ.


ეროვნული ბანკი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031