გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სამწუხარო მოვლენაა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

14-12-2024

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა.


„სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031