გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მისვლაც კი არ იკადრეს

20-12-2024

მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან მისვლაც კი არ იკადრეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც კარგად ხვდება.


„რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ამ თემასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ხანგრძლივი საუბარი არ გვქონია. თავად ჩვენი სტუმრებიც კარგად ხვდებიან იმას, რომ ეს დიალოგი არის სირთულესთან დაკავშირებული. მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლები საერთოდ არ მივიდნენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან მისვლაც კი არ იკადრეს. ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ბატონი ბერსეც ძალიან კარგად ხვდება", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031