გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო/ოდირის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების კრიტიკით გამოირჩევა, წარსულში აცხადებდა, რომ ზეწოლას ვერ გაუძლო და მინისტრის თანადებობა დატოვა

21-12-2024

ოუენ მერფი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებდა, რომ მან ირლანდიაში მინისტრის თანამდებობა საზოგადოების ზეწოლის და კრიტიკის გამო დატოვა.


კერძოდ, მერფიმ, რომელიც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებიდან, არჩევნების მწვავე კრიტიკით ყველაზე მეტად გამოირჩევა, ერთ-ერთ ირლანდიურ ტელეარხზე სტუმრობისას ისაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. როგორც მან აღნიშნა, ირლანდიის განსახლების, ადგილობრივი მმართველობისა და მემკვიდრეობის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, პოლიტიკისგან მომდინარე წნეხმა, ის „ცოტათი გატეხა“.


„მე ვერ გავუმკლავდი საზოგადოებისგან მომდინარე ზეწოლას და კრიტიკას“ - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელმაც აღნიშნულ თემაზე წიგნიც დაწერა, სახელწოდებით „ოფისიდან გაქცევა“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031