გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, მავნებელი ქალის თაოსნობით არეულობას აპირებენო - ვერ არევთ, არ გამოგივათ!

22-12-2024

გიორგი გამსახურდია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არეულობის შესახებ X-ზე წერს.

გამსახურდიას ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე „მავნებელი ქალის [სალომე ზურაბიშვილის] თაოსნობით არეულობას აპირებენ“.


გამსახურდია წერს, რომ ვერაფერს არევენ, არაფერი გამოუვათ. „როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, პუტჩის "გამპრავებელი" მავნებელი ქალის თაოსნობით, არეულობას აპირებენო. ალბათ დამკვეთებმაც უთხრეს 22 რიცხვი და თვითონაც მოაწვათ ნოსტალგია, მათ მოერ შექმნილ ბნელ წარსულზე. ვერ არევთ, არ გამოგივათ!“- წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031