გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს

25-12-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა.


მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირაა რადიკალების მთავარი განსახილველი თემა მისი სტატუსებია და ქალმაც, რომელიც მას დახვდა, ჯაშუშების უმრავლესობის მსგავსად, ნერვები მწყობრში ვერ აქვს.


„ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას“- წერს მამუკა მდინარაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031