გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი - ერთს „ნაცმოძრაობიდან", მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს

29-12-2024

ბილდტს და უილსონს ორივეს დაფიქსირებული აქვს შემოსავალი - ერთს „ნაცმოძრაობიდან", მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბილდტისა და უილსონის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.


„უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდტი, იგივე უილსონი - ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი - ერთს „ნაცმოძრაობიდან", მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. უილსონი კეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031