გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისები უქმე დღეებში ხელმისაწვდომი იქნება

2-01-2025

საქართველოს მთავრობის „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" 2024 წლის 25 დეკემბრის N441 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით,  სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

  • ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
  • ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
  • სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.

აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეასრულებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031