გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Politico: ბელგიაში მერები ევროპის მასშტაბით პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ

4-01-2025

ახალი წლის ღამეს მიღებული ტრავმების სერიის შემდეგ ბელგიაში კერძო პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.


ბელგიის ხელისუფლება აგრეთვე განიხილავს საკითხს, პიროტექნიკის აკრძალვა ქვეყნის მასშტაბით საკმარისი იქნება, თუ ის მთელ ევროპაში უნდა აიკრძალოს.


ფლანდრიელი მერები ფეიერვერკების აკრძალვას მთელი ევროპის მასშტაბით ითხოვენ, თუმცა ცხოველების უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ აკრძალვა ჯერ ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს.


ბელგიის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა ფეიერვერკების გაყიდვის აკრძალვა ადგილობრივ დონეზე უკვე შემოიღო, თუმცა ფლამანდიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაცია ამტკიცებს, რომ ფლანდრიის ხუთი მერიდან ოთხს საერთო ეროვნული აკრძალვის შემოღება სურს.


„ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მსხვერპლი იზრდება. ადამიანები ფეხებსა და ხელებს იზიანებენ“, - ციტირებს Politico უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელს ნატალი დებასტს. „ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგი ადამიანი ფეიერვერკს საგანგებო სამსახურების თანამშრომლებსა და პოლიციელებზე თავდასხმებისთვის იყენებს. ეს განსაკუთრებით გამწვავდა“, - განაცხადა მან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031