გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ვერავა: ჩვენ მიზანია პროექტების სწრაფად, შეფერხებების გარეშე და ხარისხიანად შესრულება

13-01-2025

ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.


სახელმწიფო რწმუნებული გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს წულუკიძის ქუჩაზე, დასრულებულ სამუშაოებს კი ქუთაისის ქუჩაზე გაეცნო. არსებულ ქუჩებთან ერთად ზუგდიდში 70-მდე შიდა ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოების უმეტესობა დასრულებულია.


სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სამუშაოები რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილ ქუჩებზეც ჩატარდება, მისივე განმარტებით პროექტების განხორციელება სწრაფად და ხარისხიანად მოხდება, რათა მოქალაქეებმა სარგებელი დროულად და შეფერხებების გარეშე მიიღონ:


„ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის ქუჩებში გავეცანით. ჯამში, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ქალაქში სამოცდაათი ქუჩის რეაბილიტაციას ვახდენთ, ცხადია პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ მიზანია პროექტების სწრაფად, შეფერხებების გარეშე და ხარისხიანად შესრულება. რათა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ არსებული სერვისებითა და პროექტებით" - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


დავით ვერავა დღესვე გაეცნო ზუგდიდში ფუნიკულიორის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებს. დავით ვერავასთან და დავით კოდუასთან ერთად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას რწმუნებულის მოადგილე და ზუგდიდის მერის მოადგილე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031