გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა - ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!

14-01-2025

რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა, ასე მაგალითად, ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება, მწამებელი ახალაიების მშობელი მამა - როლანდი, ადამიანის უფლებებზე, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უსამშობლოები, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევთ გულის ჯიბეში, საქართველოს სიყვარულს გვასწავლიან, ამიტომ, აუცილებელია, ჯაშუშები გასამართლდნენ.


„რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა. ასე მაგალითად... ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება; მწამებელი ახალაიების მშობელი მამა - როლანდი, ადამიანის უფლებებზე; ნაც-მედია-ზონდერი ნანული ჟორჟოლიანი მედიის თავისუფლებაზე გვწერს; უნიჭო დოი გვასწავლის ხელოვნების თავისუფლებას; მწამებელი რეჟიმის არქიტექტორი მიშა პალატიდან სახელმწიფოს როლს გვიხსნის; მისი მონა ბარამიძე, აფრასიძეების მკვლელი, ჰუმანურობაზე საუბრობს; თაღლითი ხაზარაძე ადამიანურ ფასეულობებზე მორალს გვიკითხავს; ღალატის ფორმულა, გიორგი გახარია „კაცობას“ აწვება.


ყველა ერთად, ამდენი უსამშობლო კი საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან ამ დროს, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს. ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა - ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031