გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა - მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო

17-01-2025

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა! კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, რადიკალური ოპოზიციის მიზანს კი ქვეყნის განადგურება და ეკონომიკის ჩამოშლა წარმოადგენს.


„გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა! კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა! აღნიშნული შედეგი ევროპის ქვეყნებისთვის წარმოუდგენელია, (გერმანიის ეკონომიკა მინუსებში არის) მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, საქართველოს ერთადერთი „იარაღი“ განათლება და სწორად წარმართული საგარეო/საშინაო პოლიტიკა არის. რადიკალების მიზანს კი ქვეყნის განადგურება და ეკონომიკის ჩამოშლა წარმოადგენს,“- წერს დავით ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031