გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინელი ჟურნალისტი: პენტაგონიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი, ვინც უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი

22-01-2025

უკრაინელი ჟურნალისტის რომან ბოჩკალას ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი, ვინც უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი.


„ყურადღება - ყველა, ვინც უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი - გათავისუფლებულია ან გადაყენებული. შესაძლოა, ისინი სხვა თანამდებობებზე გადაიყვანონ. სრული გადატვირთვა. ასე რომ, ცვლილებები უსათუოდ იქნება. ურთიერთობების ახალი ფორმატი“, - წერს ჟურნალისტი.


მისი თქმით, ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-ის ოფისში სტუმრობის შემდეგ კოლეგა ჟურნალისტებისგან შეიტყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031