გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სტადიონის ლოკაცია იქნება ქალაქის გარეუბანი, შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას

23-01-2025

სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას, მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ქალაქის გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031