გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა საინტერესო შეხვედრა - მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ ხედავენ საქართველოს, როგორც პარტნიორს რეგიონში

27-01-2025

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მიმზიდველი, საინვესტიციო კლიმატის ქვეყანა.


„გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მიმზიდველი, საინვესტიციო კლიმატის ქვეყანა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია, რომ ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს კავშირები, მათ შორის, კულტურის, განათლების სფეროში თანამშრომლობის, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების გამოწვევებს, პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოს ურთიერთობებს რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ძალიან საინტერესო იყო ის ხედვები, რაც გაგვიზიარა პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოსთან მეტად თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ ხედავენ საქართველოს, როგორც პარტნიორს რეგიონში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031