გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში USAID-მა ყველა პროექტი და პროგრამა შეაჩერა, ხოლო თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს

28-01-2025

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში USAID-მა ყველა პროექტი და პროგრამა შეაჩერა, ხოლო თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოძახილი, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 90 დღის განმავლობაში საქართველოში ვეღარ დაფინანსდება სამოქალაქო აქტივიზმით შეფუთული


„ფერადი რევოლუციების“ მზადების პროგრამები, რომელთა ფინანსურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ლომის წილი სწორედ USAID-ზე მოდიოდა.


„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში USAID-მა ყველა პროექტი და პროგრამა შეაჩერა, ხოლო თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოძახილი, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 90 დღის განმავლობაში საქართველოში ვეღარ დაფინანსდება სამოქალაქო აქტივიზმით შეფუთული „ფერადი რევოლუციების“ მზადების პროგრამები, რომელთა ფინანსურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ლომის წილი სწორედ USAID-ზე მოდიოდა, თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031