გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოთხ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

29-01-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.


კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.


გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.


მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების განთავსების საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031