გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

29-01-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ფაიგ გულიევს საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031