გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

29-01-2025

ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ესწრებოდა.


ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მაჩვენებლები, არსებული პროგნოზები და ისაუბრეს იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით.


შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის, ისაუბრეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებაზე და იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031