გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამსახურდია პრეზიდენტის მიერ ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ამ ბიჭების სიმტკიცე და პროფესიონალიზმი, ქვეყანაში რა მოხდებოდა. გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!

30-01-2025

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებას ეხმიანება.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახო გომელაურის და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში.


„განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახოს და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში. წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ამ ბიჭების სიმტკიცე და პროფესიონალიზმი, ქვეყანაში რა მოხდებოდა. გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31