გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ

30-01-2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად, არავითარი იზოლაცია არ იქნება.


„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე, კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებების პირობებში, ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031