გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირებას ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპანია ახორციელებს

3-02-2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ.


„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის ზურაბ სიჭინავას შეფასებით, „DHI,“ რომელიც ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირებას ახორციელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩასატარებელ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ტესტირებებში სპეციალიზდება.


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/ მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ ქვეკონტრაქტორის, ასევე ევროპული ავტორიტეტული საინჟინრო საპროექტო კომპანია „როიალ ჰასკონინგის“ მოწვევით, ვიმყოფებოდით დანიის სამეფოში, სადაც DHI-ს ლაბორატორიაში ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირების პროცესს გავეცანით“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.


მისი თქმით, ამ ტესტირების მიხედვით მოხდება ტალღმტეხელის ტალღის მიმართ მდგრადობის შემოწმება.


„ტესტირება გასტანს რამდენიმე დღე და საბოლოოდ, პროექტირებისთვის ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთი მოდელი დადასტურებული, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლიის ნავსადგურში“, - განაცხადა სიჭინავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930