გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოზე: უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს!

3-02-2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, აშშ-ის საელჩო საქართველოში უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

 

„მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებენ რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს - უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს!


მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!“ - წერს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031