გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას" წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

5-02-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.


„ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.


კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“ -აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031