გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA -ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, Microsoft for Startups ვებინარი გაიმართება

5-02-2025

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 2025 წლის 10 თებერვალს, 14:00 საათზე, Microsoft for Startups ვებინარი ჩატარდება. აღნიშული ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის რეგიონში StrategEast-ისა და Microsoft-ის პარტნიორობის ფარგლებში. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი - Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი (Adrian Gheorghe).


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ქართულ და აზერბაიჯანულ ორგანიზაციებს. ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიება ღიაა და დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიება D Block-ის მხარდაჭერით იმართება.


ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტო - IDDA. (აზერბაიჯანი)


ღონისძიების რეგისტრაცია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930