გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე სააკაშვილზე: ნებისმიერი დამწყები ექიმიც და ფსიქოლოგიც დაადასტურებს, რომ სახეზეა აშკარა მეგალომანიაკური გადახრა. საქართველოს რომ უბედურ ადგილად მიიჩნევდნენ მიშა, მისი ბიძა და დანარჩენი ბანდა, ეგ ისედაც ცნობილი იყო

10-02-2025

ნებისმიერი დამწყები ექიმიც და ფსიქოლოგიც დაადასტურებს, რომ სახეზეა აშკარა მეგალომანიაკური გადახრა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ“.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველოს რომ პატარა უბედურ ადგილად მიიჩნევდნენ მიშა, მისი ბიძა და დანარჩენი ბანდა, სადაც მხოლოდ ფული უნდა ეკეთებინათ დასავლეთში ლამაზი ცხოვრებისთვის, ეგ ისედაც ყოველთვის ცნობილი იყო.


„ნებისმიერი დამწყები ექიმიც და ფსიქოლოგიც დაადასტურებს, რომ სახეზეა აშკარა მეგალომანიაკური გადახრა. ხოლო საქართველოს რომ პატარა უბედურ ადგილად მიიჩნევდნენ მიშა, მისი ბიძა და დანარჩენი ბანდა, სადაც მხოლოდ ფული უნდა ეკეთებინათ დასავლეთში ლამაზი ცხოვრებისთვის, ეგ ისედაც ყოველთვის ცნობილი იყო“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930