გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკაში მთავარია მოთმინება, მოთმინების ნაკლებობა იყო მთავარი პრობლემა საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის

10-02-2025

პოლიტიკაში მთავარია მოთმინება, მოუთმენლობის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან დიდი შეცდომები დავუშვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოთმინების ნაკლებობა იყო მთავარი პრობლემა საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და ქართველი პოლიტიკოსებისთვის.


„მოთმინება არის ის, რაც გეხმარებათ თქვენი ქვეყნის მაქსიმალურად წინსვლაში. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი. თუ მოთმინება არ გაქვს, სპორტშიც ასეა და პოლიტიკაშიც ზუსტად ასეა. მოთმინება უნდა გქონდეთ, რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930