გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ

11-02-2025

ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.


"ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები სხვადასხვა სფეროში, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031