გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს

12-02-2025

როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან" ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს და მას ერთგვარ „გამტარად" იყენებენ დასავლეთთან ურთიერთობაში.


„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან" ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მონაწილემ უნებლიეთ გაამხილა, თუ რატომ მივიდა სალომესთან ოპოზიცია. ჩვენ ზურაბიშვილი გვჭირდება როგორც გამტარიო - ანუ დასავლეთთან მთავარი დამსმენიო.


სხვათა შორის, ზუსტად ასეთ "გამტარად" გამოიყენა ოპოზიციამ ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა მისივე თანხმობით, როდესაც წაგებულ არჩევნებზე აძახებინა გაყალბდაო, რადგანაც დასავლეთში ვიღაცები სალომეს სიტყვებს უფრო ენდობიან ვიდრე აქაური „ოპო-ბაბლის."


სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს. მათი ურთიერთობა იქნება დამყარებული „ხელი ხელს ბანს" პრინციპზე, მანამდე ვიდრე წყალი არ შეუწყდებათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031