გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ვერავამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხობისა და სენაკის სოფლებში გამართა

12-02-2025

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ჭალადიდისა და მეორე ნოსირის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივებს პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივების მიერ პრიორიტეტად დასახელებული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.


თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.


საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031