გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: 2023 წელს სააკაშვილის ინიციატივით, როცა ენმ-ის ლიდერად სოფო ჯაფარიძე მოგვევლინა, სააკაშვილის მეგობარი დავით ჯუღელი მასთან ერთად ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას იმ სამარცხვინო კამპანიაში

15-02-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ე.წ. „კაბელების საქმის“ მოსამართლის, დავით ჯუღელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ „ჯუღელი, რომელიც თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია”.


ექსპერტის თქმით, მერამდენედ უნდა გაიშიფრონ, რომ დაასრულონ ერთდღიანი ტყუილები.


„მერამდენედ უნდა გაიშიფრონ, რომ დაასრულონ ერთდღიანი ტყუილები. ეს უღირსი „კაბელების საქმის“ მოსამართლე, მოსამართლის მანტიის შემარცხვენელი, არც ისე ცოტა დროა, რაც ჩაბმულია ქვეყნის ღალატში. 2023 წელს სააკაშვილის ინიციატივით, როცა ენმ-ის ლიდერად არსაიდან მოსული სოფო ჯაფარიძე მოგვევლინა და რეგიონებში დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო, სააკაშვილის მეგობარი დავით ჯუღელი მასთან ერთად ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას იმ სამარცხვინო კამპანიაში და თან ეს უღირსი მოსამართლე პარალელურად დღეს „ვივა მედის“ პაციენტის ადვოკატია“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031