გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წლის ბოლომდე 100 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფოსგან ბინებს მიიღებს

29-10-2018

თავდაცვის სამინისტრო წელს, სამხედროებს 100 საცხოვრებელ ბინას გადასცემს. სამხედროებისთვის ბინების გაცემის პროცესი თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე ბინით სულ 1633 ოჯახი დააკმაყოფილა. ინფორმაციას GBC ავრცელებს. 


ბინით დაკმაყოფილდა 104 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა კერძო საკუთრებაში.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წელს პროცესი გაგრძელდება და დამატებით 200-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. 

სახელმწიფოს 728 სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს აღებული.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031