გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მოსახლეობა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს

29-10-2018

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა მათი ნებართვის გარეშე დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.


ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ნაწილი მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვს.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031