გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი კარინა ოდებრინკს: ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს

21-02-2025

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებელს კარინა ოდებრინკს მიმართა.


„მინდა, გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.


თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031