გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

24-02-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე სემინარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.


როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა იყო.


სემინარის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური ბაზრების სტაბილურობა, მომხმარებელთა უფლებები, ფინანსური რეზერვების მართვა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის რეგულირება და სხვა.


სტუდენტები ასევე გაეცნენ ქვეყანაში ძირითადი საგადახდო სისტემების მუშაობის სპეციფიკას, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირების დეტალებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს.


სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და ყოველი სესიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის შეკითხვები დაესვათ.


ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა და მასში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.


ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით ბოლო წლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა წარმატებით განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031